სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება.
მიმდინარე სამუშაოებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, თბილისის სკოლებში გაეცნენ.
მინისტრებმა თბილისის N10, N158, N221 და N133 სკოლების ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და ხელმძღვანელებისგან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჭიროებები მოისმინეს. ამასთან, მშენებლობის საკითხი განიხილეს და ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისთვის მოსამზადებელ სამუშაოებზე იმსჯელეს.
სკოლების მშენებლობას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს. ჩატარებული სამუშაოების შედეგად თბილისს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, სრულად ადაპტირებული და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სკოლები შეემატება.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
