საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის ზვიად გაბისონიას ხელმძღვანელობით „განათლებისა და მეცნიერების შესახებ“ ახალი კანონპროექტის შემუშავების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში ზვიად გაბისონიამ უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების კომპონენტების სისტემურ გაძლიერებაზე ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სადოქტორო პროგრამების განვითარებასა და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების დახვეწაზე. მინისტრის მოადგილის თქმით, ახალი კანონპროექტი უზრუნველყოფს კვლევითი საქმიანობის ხარისხის ამაღლებას, აკადემიური სტანდარტების ერთიან მიდგომებსა და სადოქტორო განათლების საერთაშორისო პრაქტიკასთან მეტად დაახლოებას.
მონაწილეებმა მოქმედ კანონებსა და რეგულაციებზე იმსჯელეს, გააანალიზეს არსებული სამართლებრივი ჩარჩოს ხარვეზები და ძირითადი გამოწვევები დააიდენტიფიცირეს. შეხვედრის დასასრულს კანონპროექტის შემუშავების ეტაპები განიხილეს და კონკრეტულ მიმართულებებზე პასუხისმგებელი პირები განსაზღვრეს.
სპეციალური ჯგუფის წევრები არიან აღმასრულებელი, საკანონმდებლო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები და შესაბამისი სფეროს ექსპერტები.
ინიციატივა მიზნად ისახავს განათლებისა და მეცნიერების სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის სრულყოფას და სისტემატიზაციას. ამ ეტაპზე სფეროსთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს 7-ზე მეტი საკანონმდებლო აქტი არეგულირებს, რაც პროცესებს როგორც სტრუქტურულ, ასევე, შინაარსობრივ დონეზე ართულებს. ახალი კანონპროექტი უზრუნველყოფს ძირითადი საკანონმდებლო აქტების კონსოლიდაციას ერთიან, თანმიმდევრულ და ეფექტიან სამართლებრივ ჩარჩოში.