საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და სატელეკომუნიკაციო კომპანია „სქაიტელს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა და შპს „სქაიტელის“ დირექტორმა არმან ობოსიანმა.
მემორანდუმის ძირითად მიზანს წარმოადგენს ქვეყნის მასშტაბით საჯარო სკოლებში როგორც ინტერნეტ მომსახურების უზრუნველყოფის ხელშეწყობა, ასევე უშუალოდ პედაგოგებისთვის ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის ზრდა.
მემორანდუმი ითვალისწინებს საქართველოს საჯარო სკოლებში დასაქმებული 1000 პედაგოგისთვის 2 წლის ვადით უფასო ინტერნეტ მომსახურების უზრუნველყოფას და ყველა მასწავლებლისთვის სპეციალური პაკეტების შეღავათიანი პირობებით შეთავაზებას.
