განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ბაია კვიციანმა მონაწილეობა მიიღო აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში, რომლის მონაწილეებმა მიმდინარე და სამომავლო პროექტების შედეგები მიმოიხილეს.
მინისტრის მოადგილემ სიტყვით მიმართა ბანკის წარმომადგენლებს, ხაზი გაუსვა ADB-სთან მრავალწლიანი და ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა მათ საქართველოს განათლებისა და პროფესიული განათლების განვითარების მიმართულებით გაწეული მხარდაჭერისთვის.
ღონისძიების ფარგლებში ADB-ის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა, ლესლი ბეარმან ლამმა 2025 წელს წარმატებით განხორციელებული პროექტებისთვის სიგელები გადასცა მონაწილეებს. მათ შორის, სამინისტროს პროექტმა „თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმებისთვის“ ორ ნომინაციაში — პროექტების მართვის გამორჩეული ხარისხი და ინოვაციების ჯილდო — გაიმარჯვა.
პროექტის განხორციელების ჯგუფის ხელმძღვანელმა, თამარ დვალმა, შეხვედრაზე წარადგინა პრეზენტაცია პროექტის მიღწეული შედეგებისა და დაგეგმილი სამომავლო ნაბიჯების შესახებ.