საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ დირექტორ ფლორენს ბაუერს შეხვდა.
მხარეებმა UNFPA-ს მხარდაჭერით მიმდინარე ერთობლივი პროექტები განიხილეს. ამასთან, გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩო (2026-2030) დოკუმენტის
ფარგლებში მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობაზე იმსჯელეს.
საუბარი შეეხო ისეთ საკითხებს როგორებიცაა: ადრეულ ქორწინებასთან ბრძოლა, ჯანმრთელობისა და პირადი უსაფრთხოების შესახებ განათლება, ინკლუზიური პოლიტიკის განვითარება, პრობლემურ რეგიონებში ახალი მიდგომებისა და ინიციატივების შემუშავება, დემოგრაფიული მდგრადობის უზრუნველყოფა და ადამიანური კაპიტალის განვითარება.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა პარტნიორობის გაღრმავების მზაობა გამოთქვეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ადგილობრივი ოფისის წარმომადგენლები.