ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობისა და რეაბილიტაციის საკითხებზე კოორდინაციისა და კონსულტაციის მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა და მოადგილე თამარ მახარაშვილმა მიიღეს მონაწილეობა.
სხდომაზე კომისიის წევრებმა კონკრეტული სკოლების სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობა განიხილეს, ამ კუთხით არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს და მათი გადაჭრის მიზნით, შესაბამისი რეკომენდაციები შეიმუშავეს.
უწყებათაშორისი კომისიის თანათავმჯდომარეები არიან – განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და მოადგილე თამარ მახარაშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ზაზა კვიციანი.
