საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ავსტრიის ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეს ბერნადეტ ჰუმერს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მიმართულებით არსებული სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები და ერთობლივი ინიციატივების განხორციელების საკითხები განიხილეს.
გივი მიქანაძემ ბერნადეტ ჰუმერს საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
საუბარი შეეხო ბოლო წლებში, ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებისა და ახალგაზრდებისთვის მხარდამჭერი სერვისების გაუმჯობესების მიზნით, განხორციელებულ ინიციატივებს.
შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს სტუდენტებისთვის გაცვლითი პროგრამების შეთავაზებაზე, ასევე, ახალგაზრდული ბანაკების ორგანიზებისა და განხორციელების საკითხებზე.
შეხვედრის დასასრულს ავსტრიის ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ დადებითად შეაფასა საქართველოში მიმდინარე რეფორმები და ქართულ მხარესთან თანამშრომლობის გაფართოების სრული მზადყოფნა გამოთქვა.