განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და ბირთვული კვლევის ევროპული ორგანიზაცია (CERN)-ის SHiP კოლაბორაციასთან თანამშრომლობის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის გაფორმების ცერემონიაში მონაწილეობა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ მიიღო. სიტყვით გამოსვლისას მინისტრის მოადგილემ საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი კოლაბორაციის გაფართოების კუთხით ახალი დოკუმენტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მემორანდუმის ძირითად მიზანს წარმოადგენს საქართველოში მიმდინარე სამეცნიერო პროცესების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა და ევროპულ სამეცნიერო სივრცესთან დაახლოება.
მემორანდუმი ითვალისწინებს ქართველი მეცნიერებისა და მკვლევრებისთვის გაცვლითი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელებას და კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების უზრუნველყოფას. ამასთანავე, ქართველი ინჟინრების CERN-ის ექსპერიმენტულ კვლევით პროექტებში ჩართულობის ზრდას.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, KIU-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, პროფესორმა ვახტანგ ცაგარელმა და CERN-ის SHiP ექსპერიმენტის, პროფესორმა ანდრეი გოლუტვინმა.