საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) ორგანიზაციის რეგიონულ დირექტორთან, ჰაიფ ბანაიანთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
მხარეებმა საქართველოს სკოლებში IB-ის საგანმანათლებლო პროგრამების მიმდინარეობა განიხილეს და თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
ბაია კვიციანმა IB-ის რეგიონულ დირექტორს ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ძირითად მიმართულებებზე მიაწოდა ინფორმაცია და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში მხოლოდ ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთან თავსებადი, მაღალი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროგრამების დაშვებაზე.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, განათლების ინტერნაციონალიზაცია და მისი ინტეგრაცია ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში სამინისტროს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს. შესაბამისად, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების ხელმისაწვდომობის ზრდის მიმართულებით.
თავის მხრივ, ჰაიფ ბანაიანმა დადებითად შეაფასა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმა და პარტნიორობის გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვა.
შეხვედრას ესწრებოდნენ კავკასიისა და ცენტრალური აზიის საერთაშორისო ბაკალავრიატის მსოფლიო სკოლების ასოციაციის თავმჯდომარე, აზერბაიჯანის ევროპული სკოლის გენერალური დირექტორი ფრანჩესკო ბანკინი; საერთაშორისო ბაკალავრიატის განვითარებისა და აღიარების ხელმძღვანელი (AEM რეგიონი) ვედრანა პავლეტიკი და ევროპული სკოლის საერთაშორისო პროგრამების დირექტორი ბრაის ბომო.