საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ ფილიპ ტრიუკესთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
ბაია კვიციანმა ფრანგულ მხარეს განათლების სფეროში არსებული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საფრანგეთის მთავრობისა და საელჩოს ჩართულობით არაერთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტი ხორციელდება.
შეხვედრის დასასრულს, ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმში განხორციელებულ ცვლილებას, რომელიც ქართველ სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას სწავლა გააგრძელონ საფრანგეთის წამყვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მაგისტრატურის საფეხურზე.