საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა.
გივი მიქანაძემ დამსწრე საზოგადოებას განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები და სამომავლო გეგმები გააცნო.
როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, რეფორმის განხორციელებაში გამორჩეული როლი მიუძღვით მშობლებს, შესაბამისად, მათი ჩართულობა მიმდინარე პროცესებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.
შეხვედრას ესწრებოდნენ მარნეულის და გარდაბნის დელეგატი ზაურ დარგალი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ალიბეგაშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ავთანდილ ჭრიკიშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი და მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე.
განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებში მშობელთა ჩართულობის გაძლიერების მიზნით, მსგავსი ფორმატის შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება.