საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში – „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირება“.
ღონისძიება კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით ბათუმში გაიმართა და მას სხვადასხვა რეგიონის სკოლების დირექტორები და პედაგოგები ესწრებოდნენ.
კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებმა მედიაწიგნიერების, როგორც თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპეტენციის, პოპულარიზაციასა და ფორმალურ განათლებაში მისი როლის გაძლიერებაზე იმსჯელეს. ასევე ერთმანეთს გაუზიარეს სწავლების პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე საკუთარი გამოცდილება და მოსაზრებები.
სიტყვით გამოსვლისას თამარ მახარაშვილმა ზოგადი განათლების რეფორმის მნიშვნელოვან მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება და ვრცლად ისაუბრა სკოლებში მედიაწიგნიერების სწავლების მნიშვნელობაზე. მისი თქმით, მედიაწიგნიერებას დღეს ქვეყნის 300-მდე სკოლის 10 000-მდე მოსწავლე ეუფლება და მსურველთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. მინისტრის მოადგილის განცხადებით, თანამედროვე ციფრულ სამყაროში კიბერსაფრთხეების, დეზინფორმაციისა და კიბერბულინგისგან საკუთარი ცოდნითა და უნარებით თავის დაცვა მოსწავლეებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი კომპეტენციაა.
მედიაწიგნიერების სწავლების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს ასევე კომუნიკაციების კომისიის წევრმა ნათია კუკულაძემ და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელმა იზაბელ კასტროჯოვმა.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსიები და ვორქშოპები. პედაგოგები გაეცნენ მეთოდოლოგიურ გზამკვლევს, რომელიც მათ მედიაწიგნიერების ეფექტიანად სწავლებაში დაეხმარებათ.
კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, მედიაწიგნიერების სწავლების მეთოდებთან დაკავშირებით კონფერენცია მეოთხედ ჩატარდა. პროფესიული გამოცდილების გაზიარებასთან ერთად, შემაჯამებელ ღონისძიებაზე მონაწილეები განიხილავენ მედიაწიგნიერების სისტემური ინტეგრირების ხელშეწყობის გზებსა და სამომავლო თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს.