ომანის სულთან ყაბუსის უნივერსიტეტი (Sultan Qaboos University) აცხადებს სასტიპენდიო პროგრამებს საქართველოს მოქალაქეებისთვის სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე.
პროგრამის ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს ქვეყნებს შორის აკადემიური და კულტურული კავშირების გაღრმავება, აგრეთვე სამეცნიერო თანამშრომლობისა და ცოდნის გაზიარების ხელშეწყობა.
დეტალური ინფორმაცია პროგრამის, მიღების პირობებისა და ვადების შესახებ ხელმისაწვდომია უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.squ.edu.om/ps