თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში ჭადრაკში სასკოლო ოლიმპიადის − „ნონა გაფრინდაშვილის თასის“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა.
მინისტრის მოადგილემ დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ოლიმპიადის მონაწილეებს ფინალურ ეტაპზე გადასვლა მიულოცა. თამარ მახარაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება დაწყებით საფეხურზე ჭადრაკის სავალდებულო საგნად სწავლების მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ეს ხელს უწყობს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, ყურადღების კონცენტრაციისა და მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას.
ოლიმპიადის პირველი ადგილი ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა. მეორე ადგილზე ქალაქ ახალციხის №1 საჯარო სკოლის გუნდი გავიდა, ხოლო მესამე ადგილი ქალაქ ამბროლაურის №1 საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა.
გამარჯვებულებს დიპლომები, მედლები და თასი გადაეცათ.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ასევე მიმართეს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ და იმერეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა ზაზა ლომინაძემ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ეკატერინე ხუციშვილმა, ჭადრაკის ფედერაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ და საერთაშორისო დიდოსტატმა ნანა იოსელიანმა.