საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სან დიეგოს უნივერსიტეტის ორგანიზებით, თბილისში საერთაშორისო კონფერენცია – „ინტერნაციონალიზაცია: სტრატეგია, ინოვაცია და მომავლის უნივერსიტეტი“ გაიმართა.
კონფერენცია უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის, უნივერსიტეტების გლობალური კონკურენტუნარიანობისა და საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის განვითარების საკითხებს მიეძღვნა.
კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ, რომელმაც უმაღლესი განათლების სისტემაში მიმდინარე მასშტაბურ რეფორმაზე და მის ძირითად მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება. მან ისაუბრა უმაღლესი განათლების შესახებ ახალი კანონპროექტის მნიშვნელობაზე, რომელიც მიზნად ისახავს ხარისხზე, შედეგებსა და საერთაშორისო სტანდარტებზე ორიენტირებული სისტემის ჩამოყალიბებას.
ზვიად გაბისონიამ ყურადღება გაამახვილა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსების მოდელის განახლებაზე, ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების გაძლიერებაზე, ასევე კვლევისა და ინოვაციების ხელშეწყობის მიმართულებით დაგეგმილ ცვლილებებზე.
კონფერენციის მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართა მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა, რომელმაც საქართველოსა და სან დიეგოს უნივერსიტეტს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა პარტნიორობის ფარგლებში განხორციელებულ ერთობლივ პროექტებზე, უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობაზე, საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერებასა და სტუდენტებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნაზე.
საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდნენ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროვოსტი და ვიცე-პრეზიდენტი უილიამ ტონგი, საერთაშორისო განათლების ასოციაციის (NAFSA) პრეზიდენტი აჰმად ეზედინი, ასევე საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.
კონფერენციის ფარგლებში გაიმართა თემატური დისკუსიები უნივერსიტეტების ინსტიტუციურ ტრანსფორმაციაზე, კურიკულუმის ინტერნაციონალიზაციაზე, ხარისხის უზრუნველყოფის თანამედროვე მიდგომებსა და უმაღლესი განათლების გლობალური კონკურენტუნარიანობის გაძლიერების მექანიზმებზე.
აღნიშნული კონფერენცია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაციის პროცესის მხარდაჭერის მნიშვნელოვან პლატფორმად იქცა.