საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი საერთაშორისო განათლების ასოციაციის (NAFSA) პრეზიდენტს, ვაშინგტონის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პრორექტორს, აჰმად ეზედინს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო საერთაშორისო პარტნიორობის მნიშვნელობას, აკადემიური თანამშრომლობის გაფართოებასა და ქართული უმაღლესი განათლების საერთაშორისო სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობას.
ბაია კვიციანმა NAFSA-ს პრეზიდენტს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში მიმდინარე უმაღლესი განათლების რეფორმის შესახებ. მინისტრის მოადგილემ ისაუბრა რეფორმის ძირითად მიმართულებებზე და გააცნო ის ცვლილებები, რომლებიც ამჟამად ხორციელდება უმაღლესი განათლების სისტემაში. აღინიშნა, რომ რეფორმის დასრულების შემდეგ შესაძლებელი იქნება სისტემის განახლებული სტრუქტურისა და განვითარების პრიორიტეტების სრულყოფილად განსაზღვრა, რაც საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის შემდგომი მიმართულებების განხილვის საფუძველს შექმნის.
მხარეებმა ასევე მიმოიხილეს უმაღლესი განათლების სფეროში მიმდინარე ტენდენციები და ხაზი გაუსვეს საერთაშორისო პარტნიორობის მნიშვნელობას განათლების სისტემის განვითარებისა და ხარისხის გაძლიერების პროცესში.