საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლევან ღირსიაშვილმა კახეთის რეგიონის მედალოსანი მოსწავლეების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ პლატონ კალმახელიძესთან ერთად, კურსდამთავრებულებს სკოლის წარმატებით დასრულება მიულოცა და მომავალ საქმიანობასა და პროფესიულ განვითარებაში წარმატებები უსურვა.
ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს და მოსწავლეებს მიღწეული წარმატება მიულოცეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, რეგიონული განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან ზაუტაშვილმა, აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა, ბოდბის ეპარქიის მთავარეპისკოპოსმა იაკობმა და საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით გამართულ ღონისძიებაზე 2025-2026 სასწავლო წლის კახეთის რეგიონის ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი 464 მოსწავლე დაჯილდოვდა. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, წარჩინებულ მოსწავლეებს ფულადი ჯილდოები გადაეცათ.
