საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ მონაწილეობა მიიღო შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში – „ინოვაციური კულტურის განვითარება ახალი თაობისთვის საქართველოს ხელოვნური ინტელექტის კვლევით საზოგადოებაში (FORGE-AI)”.
მინისტრის მოადგილემ დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით კვლევისა და ინოვაციების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ზვიად გაბისონიამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა განათლების სისტემაში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირების აუცილებლობაზე და ხაზი გაუსვა ამ კუთხით სამეცნიერო წრეების ჩართულობის აუცილებლობას. მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა სამუშაო ჯგუფს გაწეული საქმიანობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ პროექტს ექნება კონკრეტული შედეგები და რეკომენდაციები, რომელთა გამოყენებასაც განათლების სისტემა პრაქტიკაში ეფექტიანად შეძლებს.
ღონისძიების მონაწილეებმა
FORGE-AI პროექტის შედეგები, მიღწევები და სამომავლო გეგმები წარმოადგინეს და შემუშავებული პოლიტიკის დოკუმენტებს გაეცნენ.
FORGE-AI პროექტი Horizon Europe-ის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და მიზნად ისახავს საქართველოს კვლევისა და ინოვაციების სისტემის გაძლიერებას ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. პროექტი ხელს უწყობს ახალგაზრდა მკვლევრებისა და კვლევითი მენეჯერების პროფესიულ განვითარებასა და სექტორთაშორისი თანამშრომლობის გაღრმავებას.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ მონაწილეობა მიიღო შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში – „ინოვაციური კულტურის განვითარება ახალი თაობისთვის საქართველოს ხელოვნური ინტელექტის კვლევით საზოგადოებაში (FORGE-AI)”.
მინისტრის მოადგილემ დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით კვლევისა და ინოვაციების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ზვიად გაბისონიამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა განათლების სისტემაში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირების აუცილებლობაზე და ხაზი გაუსვა ამ კუთხით სამეცნიერო წრეების ჩართულობის აუცილებლობას. მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა სამუშაო ჯგუფს გაწეული საქმიანობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ პროექტს ექნება კონკრეტული შედეგები და რეკომენდაციები, რომელთა გამოყენებასაც განათლების სისტემა პრაქტიკაში ეფექტიანად შეძლებს.
ღონისძიების მონაწილეებმა FORGE-AI პროექტის შედეგები, მიღწევები და სამომავლო გეგმები წარმოადგინეს და შემუშავებული პოლიტიკის დოკუმენტებს გაეცნენ.