საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ კოლეჯ „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებისთვის საჯარო ლექცია გამართა თემაზე: „ციფრული მმართველობისა და ხელოვნური ინტელექტის დანერგვის სამართლებრივი გამოწვევები“.
ზვიად გაბისონიამ ციფრული მმართველობისა და სამართლის ტექნოლოგიების განვითარების ძირითად ასპექტებზე ისაუბრა და მონაწილეებს სხვადასხვა ქვეყნის საკანონმდებლო პრაქტიკა, ასევე შესაბამისი სამართლებრივი რეგულაციები გააცნო.
მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ხელოვნური ინტელექტის ევროკავშირის რეგულაციებზე, საერთაშორისო სამართლებრივ აქტებსა და ეთიკურ-სამართლებრივ სტანდარტებზე. მან ასევე ისაუბრა იმ საკანონმდებლო ცვლილებების მნიშვნელობაზე, რომლებიც აუცილებელია ხელოვნური ინტელექტის შესახებ კონვენციის რატიფიცირებისა და მისი პრინციპების საქართველოს განათლების სისტემასა და სხვა საჯარო უწყებებში ეფექტიანად დანერგვისთვის.
საჯარო ლექციას პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების 50-მდე ხელმძღვანელი და ამ სფეროს სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიება ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა და მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ჩართულიყვნენ დისკუსიაში, დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები და მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია ციფრული ტრანსფორმაციისა და ტექნოლოგიური განვითარების ტენდენციებისა და პერსპექტივების შესახებ.