საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა სამუშაო შეხვედრა საკონსულტაციო კომპანია PEM Consult GmbH-ის წარმომადგენლებთან გამართა.
კომპანია ჩართულია ქალაქ თბილისში 1 200 სტუდენტზე გათვლილი ლოგისტიკისა და სამშენებლო მიმართულებების ექსელენს ცენტრის განვითარების პროცესში.
ბაია კვიციანმა მადლობა გადაუხადა საკონსულტაციო კომპანია PEM Consult GmbH-ის წარმომადგენლებს საქართველოში პროფესიული განათლების განვითარების მხარდაჭერისთვის. მინისტრის მოადგილის თქმით, ექსელენს ცენტრი არსებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს დაეხმარება როგორც ცოდნის გაზიარებაში, ასევე მასწავლებელთა გადამზადებაში, სასწავლო რესურსების შემუშავებასა და საერთაშორისო პარტნიორების მოზიდვაში.
შეხვედრაზე მხარეებმა ექსელენს ცენტრის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობა განიხილეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. ამასთან, საუბარი შეეხო ექსელენს ცენტრის ინსტიტუციურ განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
მასშტაბური პროექტი, რომელიც 15 930 კვადრატულ მეტრზე სასწავლო კორპუსების მშენებლობას ითვალისწინებს, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მხარდაჭერით, პროფესიული განათლების პროგრამის – „TVET Program I“-ის ფარგლებში ხორციელდება.