განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელ იზაბელა კასტროჯოვანთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
ბაია კვიციანმა UNICEF-ის წარმომადგენელს მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და განათლების სფეროში განხორციელებული ერთობლივი პროექტებისთვის.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, UNICEF-ის ახალი Country Programme Document (2026–2030) საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებისა და ქვეყნის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების გათვალისწინებით არის შემუშავებული, რაც მხარეებს შორის თანამშრომლობის საერთო ხედვასა და მიზნებს კიდევ უფრო ამყარებს.
შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო ბავშვთა ადრეული აღზრდისა და განათლების სისტემის განვითარებას, ინკლუზიურ საგანმანათლებლო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაფართოებასა და ახალგაზრდული პოლიტიკის გაძლიერების მნიშვნელობას.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა პარტნიორობისა და ერთობლივი პროგრამების განხორციელების მზაობა გამოთქვეს.