განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია საქართველოში „Google Street View“-ის პროექტის ოფიციალური წარდგენის ღონისძიებას დაესწრო.
პროექტი 360-გრადუსიანი პანორამული გამოსახულებების საშუალებით საქართველოს ბუნების, ქალაქებისა და უძველესი კულტურული მემკვიდრეობის მსოფლიო ციფრულ რუკაზე წარმოჩენას უზრუნველყოფს, რაც ქვეყანას ტურისტებისა და ინვესტორებისთვის უფრო ხელმისაწვდომს ხდის.
„Google Street View“-ის საქართველოში ოფიციალური ფუნქციონირება შესაძლებელი გახდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თანამშრომლობით.
გლობალური პროექტის ფარგლებში „Google Street View“-ის გუნდმა საქართველოს მასშტაბით გადაიღო დაახლოებით 13 000 კილომეტრი საავტომობილო გზა და მნიშვნელოვანი ტურისტული ლოკაციები, მათ შორის — თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ახალციხე, მცხეთა, თელავი, ზუგდიდი, გორი, ოზურგეთი და მესტია.
ვირტუალური დათვალიერების შესაძლებლობის გარდა, „Google Street View“ ხელს უწყობს ციფრული ეკონომიკის ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებას.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძო სექტორისა და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები.