საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) ბაზაზე მასწავლებლებისთვის STEAM ბანაკი გახსნა.
სამინისტროს ინიციატივით, პროექტი უკვე მესამე წელია ხორციელდება და მიზნად ისახავს საჯარო სკოლებში საბუნებისმეტყველო, ტექნოლოგიური და შემოქმედებითი მიმართულებების გაძლიერებას.
ლევან ღირსიაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ორგანიზატორებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და პედაგოგებს STEAM განათლების მნიშვნელობაზე ესაუბრა.
STEAM ბანაკს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 22 ივნისიდან 26 ივნისის ჩათვლით მასპინძლობს.
ბანაკის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა STEAM მიმართულებით სასწავლო დავალებების შემუშავებასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ტექნოლოგიების, ინჟინერიის, ხელოვნებისა (Art) და მათემატიკის ინტეგრირებული სწავლების ხელშეწყობას.
პედაგოგები შეისწავლიან სკოლებში STEAM კლუბების შექმნისა და ეფექტიანი მართვის საკითხებს და გაეცნობიან ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე არსებულ საუკეთესო პრაქტიკებს. გარდა ამისა, პრაქტიკული აქტივობების საშუალებით განივითარებენ პროექტებზე დაფუძნებული სწავლებისა და ინოვაციური სასწავლო გარემოს ორგანიზებისთვის საჭირო კომპეტენციებს.
პროგრამის – „STEAM განათლება“ – ფარგლებში, 500-მდე სკოლიდან 288 მასწავლებელი დარეგისტრირდა, საიდანაც ტესტირების საფუძველზე შეირჩა საუკეთესო შედეგის მქონე 100 პედაგოგი.
ბანაკის დასრულების შემდეგ მონაწილეები საკუთარ სკოლებში STEAM კლუბებს დააფუძნებენ, რომლებიც პრაქტიკული პროექტების განხორციელებაზე იქნება ორიენტირებული. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მოსწავლეებში შემოქმედებითი და კვლევითი უნარების განვითარებას, რაც მათ STEAM მიმართულების ინტეგრირებულ სასწავლო აქტივობებში ჩართვის შესაძლებლობას მისცემს.
STEAM ბანაკის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ქალაქ ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერი ლევან კოპალიანი