კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში, პროექტი „ჯარის ბანაკი“ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა გახსნეს.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა და მთავრობის წევრებმა მოსწავლეებსა და მათ სერჟანტ-ინსტრუქტორებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს, ბანაკის გახსნა მიულოცეს და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ღონისძიების დასრულების შემდეგ მონაწილეებმა სასწავლო აღჭურვილობა დაათვალიერეს და ინსტრუქტორებისგან ფიზიკური აქტივობების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.
ბანაკი მიზნად ისახავს ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და ქართული ჯარის შესახებ ცნობიერების გაზრდას.
„ჯარის ბანაკი“ ორ ლოკაციაზე – კოჯორში, სერჟანტთა აკადემიაში და საჩხერის მუნიციპალიტეტში, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების სკოლაში განხორციელდება. ბანაკში, რვა-რვა როტაციის ფარგლებში, მე-9, მე-10 და მე-11 კლასების 1700-მდე მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას.
საბანაკე პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები საცეცხლე მომზადებას, ტოპოგრაფიასა და სამხედრო ნავიგაციას ეუფლებიან, სწავლობენ პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევისა და დაშავებულის ევაკუაციის მეთოდებს. ბანაკის პროგრამა ასევე მოიცავს თვითგადარჩენის კურსს, საინჟინრო და სამთო მომზადებას.
2026 წელს „ჯარის ბანაკის“ პროგრამას პირველად ემატება „საპატრიარქოს საათი“, რომლის ფარგლებში სასულიერო პირები მოზარდებთან გამართავენ შეხვედრებს თემაზე: „ნარკოტიკისა და ალკოჰოლის მავნე ზეგავლენა და ოჯახური ღირებულებები“.
ბანაკის ყოველი როტაცია სამწყობრო მოედანზე ბავშვებისა და ინსტრუქტორების მონაწილეობით, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ფონზე, ეროვნული დროშის აღმართვით იწყება. თითოეული როტაციის დასასრულს კი ბავშვებს სამახსოვრო საჩუქრები, სერტიფიკატები და ჯარისკაცის საიდენტიფიკაციო ჟეტონები გადაეცემათ.
ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს ახალგაზრდობის სააგენტოს, თავდაცვის ძალებისა და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებმა.
პროექტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინიციატივით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობითა და საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერით, 2023 წლიდან ხორციელდება.