საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში მსჯავრდებულთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა გახსნა.
მინისტრის მოადგილემ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა მსჯავრდებულთათვის ხარისხიანი უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობისა და უწყვეტობის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე.
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით ასევე მიმართა მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორმა თამთა დემურიშვილმა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მაღაზია „რე-მარკეტის“ პროდუქცია, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულთა მიერ მზადდება. გამოფენა-გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა მსჯავრდებულებს პირად ანგარიშებზე ერიცხებათ და მათთვის დამატებითი შემოსავლის წყაროს წარმოადგენს.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მსჯავრდებულთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენას უკვე მეორედ მასპინძლობს.