საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია ბათუმის მე-10 საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში გამოცდების მიმდინარეობას გაეცნო.
მინისტრის მოადგილემ საგამოცდო სივრცე დაათვალიერა და აბიტურიენტებსა და მასწავლებლებს წარმატებები უსურვა.
ზვიად გაბისონიასთან ერთად საგამოცდო ცენტრში იმყოფებოდნენ აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ჯემალ სურმანიძე და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მიხეილ დარახველიძე.
2026 წლის გამოცდებისათვის სულ 83 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის – 43 000-ზე მეტი აბიტურიენტი.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება. 17 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, სამაგისტრო გამოცდას კი მაგისტრანტობის კანდიდატები 23-24 ივლისს ჩააბარებენ.