საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი თბილისის 39-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრს ეწვია.
მინისტრის მოადგილემ საგამოცდო სივრცეები დაათვალიერა და აბიტურიენტებს, მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველ აპლიკანტებს წარმატებები უსურვა.
საგამოცდო ცენტრში ბაია კვიციანთან ერთად იმყოფებოდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ქეთევან მოწონელიძე.
2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 43 000-ზე მეტი აბიტურიენტია დარეგისტრირებული. გამოცდები, ტრადიციულად, ორ სესიად ტარდება. საგამოცდო პროცესი 2 ივლისს დაიწყო და 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.