„სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში „Stipendium Hungaricum“ — მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების დაფინანსების გაგრძელება“ წარმოადგენს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საგრანტო-სასტიპენდიო პროგრამას.
პროგრამის მიზანია ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების საჭიროებებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ადამიანური რესურსის მომზადების ხელშეწყობა, აგრეთვე უნგრეთში სწავლის პერიოდში მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების ფინანსური მხარდაჭერა, მათი აკადემიური მიღწევების წახალისება და მოტივაციის ამაღლება.
პროგრამის მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენენ სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ უნგრეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში „Stipendium Hungaricum“-ის ფარგლებში და გასულ წლებში ერთხელ მაინც უსარგებლიათ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული დაფინანსებით.
პროგრამის ფარგლებში დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება სემესტრულად 1 250 ევროს ოდენობით, ლარში ეკვივალენტურად, კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია დანართში.
ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი დოკუმენტები:
*ყველა უცხოენოვანი დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, სანოტარო წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად.
განაცხადების წარმოდგენისა და განხილვის ვადებია:
2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი:
განაცხადის შევსების პროცესში ტექნიკური პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში, სტუდენტმა უნდა მიმართოს ტექნიკური მხარდაჭერის ჯგუფს: apply@mes.gov.ge
გთხოვთ, გაითვალისწინოთ: აპლიკაციის შევსებისას აუცილებელია თითოეულ გვერდზე ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ატვირთვის შემდეგ გამოიყენოთ შენახვის ფუნქცია, ხოლო განაცხადის სრულად შევსების შემდეგ დააჭიროთ ღილაკს „გაგზავნა“. განაცხადი წარმოდგენილად ჩაითვლება მხოლოდ მისი საბოლოოდ გაგზავნის შემთხვევაში.