საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ პარიზში გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) გენერალურ დირექტორ ხალედ ელ-ენანისთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
მხარეებმა საქართველოსა და UNESCO-ს შორის მრავალწლიანი პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები განიხილეს.
მინისტრმა UNESCO-ს გენერალურ დირექტორს საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო.
საუბარი შეეხო საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრულად დაფინანსებული სწავლის შესაძლებლობას, განათლების ყველა საფეხურზე ხარისხის გაუმჯობესებასა და პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობას.
ხალედ ელ-ენანიმ დადებითად შეაფასა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში საქართველოს მხარდაჭერის მზადყოფნა კიდევ ერთხელ გამოთქვა.
ორმხრივ შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში და UNESCO-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ირაკლი ყურაშვილი.
შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთობლივი პროექტებისა და ინიციატივების განხორციელების მიზნით ინტენსიურ მუშაობას გააგრძელებენ.