საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
მინისტრის მოადგილემ ახალგაზრდებს სწავლის დასრულება მიულოცა, სამედიცინო სფეროს განვითარების საქმეში უნივერსიტეტის როლზე ისაუბრა და პროფესორ-მასწავლებლებს მადლობა გადაუხადა გაწეული შრომისთვის.
კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და სტუდენტებს სწავლის დასრულება მიულოცეს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძემ, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ვლადიმერ კახაძემ და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა ირაკლი ნატროშვილმა.
ღონისძიების ფარგლებში ფაკულტეტების ყველაზე მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე კურსდამთავრებულები სიმბოლურად მანტიებით შემოსეს. ახალგაზრდებმა ასევე დადეს საზეიმო ფიცი – მომავალი პროფესიული საქმიანობისადმი ერთგულების, თავდადებისა და ეთიკური სტანდარტების დაცვის პირობით.
2026 წლის 9 ივლისს უნივერსიტეტი 700-მდე ახალგაზრდამ დაასრულა – მედიცინის, სტომატოლოგიის, ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტებიდან და საექთნო და სამეანო საქმის საბაკალავრო პროგრამებიდან.