„გასული წლების საგრანტო/სასტიპენდიო პროგრამების გრანტის მფლობელთათვის 2026–2027 აკადემიური წლის დაფინანსების გაგრძელება“ წარმოადგენს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ გასულ წლებში განხორციელებული საგრანტო/სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში დაფინანსებული სტუდენტებისთვის ფინანსური მხარდაჭერის გაგრძელებას.
პროგრამის მიზანია ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების საჭიროებებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ადამიანური რესურსის განვითარების ხელშეწყობა, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების ფინანსური მხარდაჭერა, მათი აკადემიური მიღწევების წახალისება და საზღვარგარეთ მიმდინარე სამაგისტრო ან/და სადოქტორო პროგრამების წარმატებით დასრულების ხელშეწყობა.
პროგრამის მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენენ სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრის გასული წლების საგრანტო/სასტიპენდიო პროგრამების გრანტის მფლობელები, რომელთაც დაფინანსება მიენიჭათ საზღვარგარეთ ერთ წელზე მეტი ხანგრძლივობის სამაგისტრო ან სადოქტორო პროგრამაზე სწავლის მიზნით, გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით და აგრძელებენ სწავლას შესაბამის აკადემიურ პროგრამაზე.
პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია დაფინანსდეს სტუდენტის სწავლის საფასური, საცხოვრებელი ან/და შესაბამისი საგრანტო/სასტიპენდიო პროგრამით გათვალისწინებული სხვა ხარჯები, პროგრამის წესისა და სტუდენტთან გაფორმებული ხელშეკრულების/შეთანხმების შესაბამისად.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია დანართში.
ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი დოკუმენტები:
„სხვა დოკუმენტების“ ველში ( „კარიერული განვითარების ხედვა“ - ჩანართის გვერდზე) ასატვირთი სავალდებულო დოკუმენტები:
* ყველა უცხოენოვანი დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, სანოტარო წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად.
იმ შემთხვევაში, თუ განაცხადის წარდგენის ეტაპზე შეუძლებელია სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული საგანმანათლებლო პროგრამის აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა, აღნიშნული დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იქნეს გრანტის შესახებ ხელშეკრულების ან შეთანხმების გაფორმებამდე. დოკუმენტის წარმოუდგენლობა შესაძლოა გახდეს დაფინანსებაზე უარის თქმის საფუძველი.
დაფინანსების გაგრძელების განხილვის საფუძველია სტუდენტის მაღალი აკადემიური მოსწრება, რაც გულისხმობს:
პროგრამის ფარგლებში დაფინანსების გაგრძელების მიზნით, სამინისტროში განაცხადების წარმოდგენისა და სამინისტროს მიერ განაცხადების განხილვის ვადად განსაზღვრულია:
* სტუდენტებს, რომლებიც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საქმისწარმოების ვადებიდან გამომდინარე 2026 წლის 22 ოქტომბრამდე ვერ შეძლებენ სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენას, შესაძლებლობა ექნებათ განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტები წარადგინონ აღნიშნული ვადის შემდეგაც. ასეთ შემთხვევაში განაცხადის განხილვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი კომისია.
* იმ შემთხვევაში თუ განაცხადის წარდგენის ეტაპზე შეუძლებელია სტუდენტის მიერ სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული საგანმანათლებლო პროგრამის აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, აღნიშნული დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იქნეს გრანტის შესახებ ხელშეკრულების/შეთანხმების გაფორმებამდე. დოკუმენტის წარმოუდგენლობა შესაძლოა გახდეს სამინისტროს მიერ დაფინანსებაზე უარის თქმის
გთხოვთ, გაითვალისწინოთ: აპლიკაციის შევსებისას აუცილებელია თითოეულ გვერდზე ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ატვირთვის შემდეგ გამოიყენოთ შენახვის ფუნქცია, ხოლო განაცხადის სრულად შევსების შემდეგ დააჭიროთ ღილაკს „გაგზავნა“. განაცხადი წარმოდგენილად ჩაითვლება მხოლოდ მისი საბოლოოდ გაგზავნის შემთხვევაში.