„აკადემიური პროგრამები იტალიაში 2026–2027“ წარმოადგენს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროგრამას, რომელიც ხორციელდება იტალიის რესპუბლიკის პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის ფარგლებში.
2026–2027 სასწავლო წლისთვის პროგრამის პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებია:
პროგრამის მიზანია იტალიის რესპუბლიკის პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე საქართველოს მოქალაქეებისთვის განათლების მიღების ხელშეწყობა, საერთაშორისო სტანდარტებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი ცოდნისა და უნარების მქონე კვალიფიციური ადამიანური რესურსის მომზადება, ადამიანური კაპიტალის გაძლიერება, აგრეთვე საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია დანართში.
სტუდენტი ვალდებულია სამინისტროს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
სტუდენტი, რომელიც სწავლობს პარტნიორ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამაგისტრო პროგრამის ერთ წელზე მეტი ხანგრძლივობის პროგრამაზე და სურს მეორე აკადემიური წლის სწავლის დაფინანსების მოპოვება, დამატებით უნდა წარმოადგინოს:
! სტუდენტმა ყველა უცხოენოვანი დოკუმენტი უნდა წარმოადგინოს ქართულ ენაზე, სანოტარო წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად.
განაცხადების მიღება წარმოებს:
2026 წლის 23 ივლისიდან - 2026 წლის 12 აგვისტოს 23:59 საათამდე (თბილისის დროით).
რეგისტრაციის დასრულებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა განხორციელდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის ტექნიკური შემოწმება, რის შემდეგაც აპლიკანტებს გამოვლენილი ხარვეზების გამოსასწორებლად მიეცემათ 5 სამუშაო დღე.
კონკურსის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2026 წლის 7 სექტემბრისა.
დამატებითი ინფორმაცია აპლიკანტებს
იტალიის პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვით დაინტერესებული კანდიდატებისთვის რეკომენდებულია, რეგისტრაცია გაიარონ Universitaly-ის ოფიციალურ პორტალზე (www.universitaly.it), სასურველია არაუგვიანეს ივლისის ბოლოს, ვინაიდან იტალიის უნივერსიტეტებს შესაძლოა ჰქონდეთ განსხვავებული ვადები და მოთხოვნები წინასწარი რეგისტრაციისა და მიღების პროცედურებისთვის. ადრეული რეგისტრაცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვისა და შემდგომი ადმინისტრაციული პროცედურების დროულად განხორციელებას.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ: აპლიკაციის შევსებისას აუცილებელია თითოეულ გვერდზე დოკუმენტაციის ატვირთვის შემდეგ გამოიყენოთ „შენახვის“ ფუნქცია, ხოლო ინფორმაციის სრულად შევსების შემდეგ დააჭიროთ ღილაკს „გაგზავნა“.