ერაყის რესპუბლიკის უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევების სამინისტრო, პროგრამის — „Study in Iraq" ფარგლებში, გამოყოფს 10 სასწავლო სტიპენდიას საქართველოს მოქალაქე იმ სტუდენტებისთვის, რომელთაც სურთ სწავლის გაგრძელება ერაყის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
სტიპენდიები გაიცემა იმ კანდიდატებზე, რომლებიც დააკმაყოფილებენ პროგრამის მოთხოვნებს და განაცხადს წარადგენენ შესაბამის ელექტრონულ პლატფორმაზე.
საკონკურსო მოთხოვნებისა და განაცხადის წარდგენის თაობაზე ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://studyiniraq.scrd-gate.gov.iq