აკადემიკოს ე. ა. ბუკეტოვის სახელობის ყარაღანდის ეროვნული კვლევითი უნივერსიტეტი (Karaganda National Research University) საქართველოს მოქალაქისთვის გამოყოფს ერთ სტიპენდიას საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის მიზნით.
სტიპენდია სრულად ფარავს სწავლის საფასურს ოთხწლიან საბაკალავრო საფეხურზე სწავლების პერიოდის განმავლობაში და შერჩეულ კანდიდატს უზრუნველყოფს უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლით. საერთაშორისო მგზავრობის, ვიზის, კვებისა და სამედიცინო დაზღვევის ხარჯებს ფარავს თავად კანდიდატი.
ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამებია:
უნივერსიტეტი ასევე სთავაზობს დაინტერესებულ პირებს ყაზახურ და რუსულ ენებზე განხორციელებულ საბაკალავრო პროგრამებს, რომელთა სრული ჩამონათვალი შესაძლებელია მიეწოდოთ კანდიდატებს მოთხოვნის საფუძველზე. ამასთანავე, უნივერსიტეტი მზად არის დაინტერესებულ კანდიდატებს გაუწიოს შესაბამისი კონსულტაცია მიღების მოთხოვნების, აკადემიური პროგრამის შერჩევის, დოკუმენტების წარდგენისა და სხვა საორგანიზაციო საკითხების შესახებ.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია დანართში.