საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის საჯარო სკოლების დირექტორებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეხვდა.
თამარ მახარაშვილმა დამსწრე საზოგადოებას ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის ფარგლებში მიმდინარე საკითხების შესახებ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა 2026-2027 სასწავლო წლისთვის დაგეგმილ სიახლეებზე.
როგორც თამარ მახარაშვილმა აღნიშნა, ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის განხორციელებაში გამორჩეული როლი მიუძღვით სკოლის დირექტორებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს, შესაბამისად, მათი ჩართულობა პროცესებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო – ახალ სახელმძღვანელოებს, სასკოლო ფორმებს, ეროვნულ სასწავლო გეგმასა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია მიეღო.
