საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა ვაკის რაიონის სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.
მინისტრის მოადგილემ მასწავლებლებს მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში გაწეული თავდაუზოგავი შრომისთვის, პროფესიისადმი ერთგულებისა და არაერთი ღირსეული თაობის აღზრდისთვის.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ვაკისა და საბურთალოს რაიონების გამგეობების წარმომადგენლები.
ღვაწლმოსილი მასწავლებლების დაჯილდოება ქვეყნის მასშტაბით, როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების თანამშრომლობით იმართება
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინიციატივა პედაგოგთა წახალისებას, მათი შრომის აღიარებასა და დაფასებას ემსახურება.
