საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა, შანხაიში WorldSkills Shanghai 2026-ის საერთაშორისო კონკურსის ფარგლებში გამართულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა.
მინისტერიალის მთავარ თემას წარმოადგენდა - ,,უნარების ინოვაციური ეკოსისტემის მშენებლობა: მრავალფეროვნება, თანამშრომლობა და ინდუსტრიის მოთხოვნებთან შესაბამისობა”.
ბაია კვიციანმა მინისტერიალის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და საქართველოში პროფესიული განათლების განვითარების მიმართულებით განხორციელებულ
ინიციატივებსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.
მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სისტემის შრომის ბაზრის ცვლილებებთან ადაპტაციის, ახალი უნარების მოთხოვნებზე დროული რეაგირების, დამსაქმებლებთან პარტნიორობის გაძლიერებისა და სასწავლო პროცესის სამუშაო გარემოსთან მჭიდრო ინტეგრაციის მნიშვნელობაზე.
გამოსვლისას ბაია კვიციანმა ასევე ისაუბრა WorldSkills-ის მნიშვნელობაზე პროფესიული უნარების განვითარების, საერთაშორისო სტანდარტების გაზიარებისა და ინდუსტრიასთან თანამშრომლობის გაფართოების მიმართულებით.
მინისტერიალში 40-მდე ქვეყანა და 10 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი მონაწილეობს.
