საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ქალაქ თბილისის დიდუბის რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.
ღონისძიების ფარგლებში მინისტრის მოადგილემ პედაგოგებს მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი თავდაუზოგავი შრომისა და მოსწავლეებზე განსაკუთრებული ზრუნვისთვის. მან ყურადღება გაამახვილა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე და იმ როლზე, რომელსაც პედაგოგები საზოგადოების განვითარებასა და მომავალი თაობის აღზრდაში ასრულებენ.
ღონისძიების ფარგლებში ასევე დაჯილდოვდნენ დიდუბის საჯარო და კერძო სკოლების 2026-2027 სასწავლო წლის მედალოსანი მოსწავლეების დამრიგებლები და სკოლის დირექტორები.
დაჯილდოების ღონისძიებას საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სასკოლო საზოგადოების წევრები ესწრებოდნენ.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის ინიციატივით, მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, განათლების სისტემაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ღვაწლმოსილი მასწავლებლების დაჯილდოება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში იმართება.