განათლების სისტემაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისთვის ზვიად გაბისონიამ ზუგდიდისა და სენაკის მუნიციპალიტეტების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.
მინისტრის მოადგილემ პედაგოგებს პროფესიისადმი ერთგულებისა და მრავალწლიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სასკოლო საზოგადოების წევრები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ.
