
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი
მორიგ პროფესიული სწავლების ცენტრ ”იკაროსს” ეწვია. ცენტრი ორიენტირებულია საქართველოში ტურიზმის
ინდუსტრიის განვითარებასა და დამსაქმებლის მოთხოვნაზე- მოამზადოს კვალიფიციური
კადრი ტურიზმისა და სერვისის ყველა მოთხოვნადი სფეროსთვის.
”იკაროსში” მოქმედებს 4
თვიდან 2 წლამდე სასწავლო პროგრამები 14 სპეციალობაში: ბარმენი, მზარეული, კონდიტერი,
სასტუმრო საქმის სპეციალისტი, სასტუმროს მიღება-განთავსების და დაჯავშნის
სპეციალისტი, მიმტანი, სასტუმროს საქმის მწარმოებელი, მიმღები-რეცეფციონისტი, სარესტორნო
საქმისმწარმოებელი, მზარეული
და სხვ.
ცენტრი უზრუნველყოფილია უახლესი და თანამედროვე მატერიალურ - ტექნიკური
ბაზით, გააჩნია პრაქტიკული
მეცადინეობებისათვის საჭირაო კლასები პროფესიების მიხედვით და სახელოსნოები
(სამზარეულო, საკონდიტრო, სერვირების სასწავლო კლასი, ბარი, რეცეფციის კლასი,
ფლერინგის სავარჯიშო ოთახი, საინფორმაციო-ტექნოლოგიების კაბინეტები).
სექტემბრიდან
გათვალისწინებულია ახალი პროგრამებით
გიდების, ტუროპერატორების, კონდიტერების და ლიფტების/ესკალატორების ელექტრომექანიკოსების
მოსამზადებელი სპეციალობების დამატება. ამ უკანასკნელის მოსამზადებელი პროგრამის
კურსს ამ დარგის გამოცდილი და წამყვანი
სპეციალისტები წაიყვანენ, მათ მიერ მომზადებული პროფესიონალური კადრები მოსახლეობის
უსაფრთხოების გარანტია იქნება.