სააღდგომო საჩუქრები ჭიათურის სკოლა-პანსიონის მოსწავლეებს
22.04.2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა
ჭიათურის მე-12 სკოლა-პანსიონის მოსწავლეებს აღდგომის ბრწყინვალე
დღესასწაული მიულოცა და დაასაჩუქრა.
გია მამულაშვილმა ბავშვებს სათამაშოებთან ერთად საბავშვო ჟურნალი ”ჯუნიორიც” გადასცა.
ჭიათურის მე-12 სკოლა პანსიონში 6-დან 17
წლამდე ასაკის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები სწავლობენ. სკოლა-პანსიონს სულ 32 მოსწავლე ჰყავს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი
ჭიათურის სკოლა-პანსიონში უკვე მეორედ იმყოფებოდა.