2011-2012 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის სპეციალური სახელმწიფო პროგრამა
2011-2012 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე ჩარიცხულ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა დაფინანსებისთვის გამოყოფილია 195 000 ლარი (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 20 ივლისის №125/ნ ბრძანება).
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება:
ა) ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხული უცხო ქვეყნის 76 მოქალაქე;
ბ) ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხული უცხო ქვეყნის 10 მოქალაქე, რომლებიც აკმაყოფილებენ ერთ-ერთ შემდეგ პირობას:
ბ.ა) არიან იმ ქვეყნების მოქალაქეები, რომელთა წინაშე საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით აღებული აქვს ვალდებულება შესაბამისი ქვეყნის მოქალაქეების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით;
ბ.ბ) არიან იმ ქვეყნების მოქალაქეები, სადაც საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ შესაბამისი ქვეყნის სახელმწიფო დაფინანსებით მიიღონ უმაღლესი განათლება;
ბ.გ) არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ირჩევენ სწავლას ქართველოლოგიური მიმართულებებით.
პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების მოსაპოვებლად სტუდენტებმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განცხადება უნდა წარმოადგინონ 2011 წლის 17 ოქტომბრის ჩათვლით შემდეგ დოკუმენტებთან ერთად:
შენიშვნა: უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტები უნდა იყოს თარგმნილი ქართულ ენაზე და დამოწმებული ნოტარიუსის მიერ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 ივლისის №506 ბრძანება