მანდატურების მონაწილეობით ანტინარკოტიკული მარათონი გაიმართა
26.06.2012
ნარკოტიკებთან
ბრძოლის საერთაშორისო დღეს საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის
სამსახური შეუერთდა. ნარკოტიკებთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს მანდატურების ინიციატივით მარათონი გაიმართა.
სტარტი
ანტინარკოტიკულმა მარათონმა ვაკე-საბურთალოს ახალი გზიდან აიღო. მანდატურებს შორის შეჯიბრი სირბილში მოეწყო და
მასში 100-მდე მანდატური მონაწილეობდა.
აქცია
გაიმართა სლოგანით ”გაუფრთხილდი თავს-ნარკოტიკი კლავს”. მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, აქციის მთავარი მიზანი ბავშვებსა
და მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაა.
ანტინარკოტიკულ
მარათონზე 6 გამარჯვებული, 3 გოგონა და 3 ბიჭი გამოვლინდა. მარათონს მანდატურებთან
ერთად სკოლის მოსწავლეებიც დაესწრნენ.