საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ხატია
დეკანოიძე დირექტორებთან და მასწავლებლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს
განაგრძობს. ამჯერად, მინისტრი თბილისისა
და რეგიონების 300-ზე მეტ საჯარო სკოლის
დირექტორს შეხვდა.
მინისტრმა
დირექტორებს საქართველოს მთავრობის მომავალი სამოქმედო გეგმა
და მათი განხორციელების საკუთარი ხედვა გააცნო. შეხვედრაზე მინისტრმა ვრცლად ისაუბრა მასწავლებელთა სერტიფიცირების
მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლება განათლების რეფორმის ერთ-ერთი
მთავარი პრიორიტეტია, სახელმწიფო მომავალში მასწავლებლებს კიდევ უფრო მეტ საშუალებას მისცემს პროფესიული ზრდისთვის და გაუუმჯობესებს სამუშაო პირობებს.
შეხვედრაზე ხატია
დეკანოიძემ იმ პასუხისმგებლობაზეც ისაუბრა, რომელიც სკოლის დირექტორს სწავლა/სწავლების პროცესის მაღალ დონეზე წარმართვაში
ეკისრება. ამ მიმართულებით მინისტრი დირექტორებს აქტიურ თანამშრომლობასა და თანადგომას შეპირდა. შეხვედრის დასასრულს ხატია
დეკანოიძემ დირექტორთა შეკითხვებსაც უპასუხა.