სასკოლო სახელმძღვანელოების
საჯარო სკოლებისათვის ეტაპობრივად გადაცემის პროცესი მიმდინარეობს. დღეს, საქართველოს
განათლებისა და
მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი თბილისის 53-ე საჯარო სკოლაში მივიდა და წიგნების გადაცემის
პროცესს გაეცნო.
წელს პირველად,
საჯარო სკოლების ყველა მოსწავლე სახელმწიფოსაგან სახელმძღვანელოებს უფასოდ მიიღებს. სექტემბერში მოსწავლეებს წიგნები საკუთარ სკოლებში დახვდებათ. ამ ეტაპზე სამი მილიონი (60%) სასკოლო სახელმძღვანელოა დაბეჭდილი.
საქართველოს მასშტაბით სახელმძღვანელოების დარიგების
პროცესი 18 ივნისს დაიწყო, სახელმძღვანელოთა 50% უკვე გადაეცათ ზესტაფონის,
ქობულეთის, აბაშის, გარდაბნის და მცხეთის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლებს.
სახელმძღვანელოთა საჭირო რაოდენობის 50-50% გადაეცა თბილისის 44 საჯარო სკოლას.
წიგნების
სკოლებისათვის გადაცემა ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება. პროეცესი არის კარგად
ორგანიზებული და შესაბამისად, ხარვეზების გარეშე მიმდინარეობს.