ქალაქ ზუგდიდის
საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსად გონერი პაპავა შეირჩა.
გასაუბრების შედეგების გასაჩივრებისთვის სამი სამუშაო დღე განისაზღვრა.
კერძოდ, მიმდინარე წლის 30, 31 ოქტომბერი და 1 ნოემბერი. გასაჩივრების შემთხვევაში,
კონკურსანტებმა განცხადება (საპრეტენზიო განაცხადი) საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის სახელზე სამინისტროში უნდა წარმოადგინონ (მისამართი:
დ. უზნაძის #52).
საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების - საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფროსების შესარჩევ კონკურსში შერჩეული კანდიდატების
მიერ საკონკურსო განაცხადში მითითებული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის
შესწავლა მიმდინარეობს ეტაპობრივად. ეტაპის დასრულებისთანავე მოხდება გამარჯვებული კანდიდატების
გამოვლენა და ინფორმაციის განთავსება სამინისტროს ვებგვერდზე.