
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და
პრობაციის სამინისტროს შორის
თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი უწყებათა პირველმა პირებმა
თამარ სანიკიძემ და სოზარ სუბარმა
მოაწერეს.
მემორანდუმი მიზნად ისახავს:
- მსჯავრდებულთა ზოგადი
და პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას;
- სასჯელის სახით
დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის
აღსრულების ხელშეწყობას;
- ერთობლივი საგანმანათლებლო და შემეცნებითი ღონისძიებების გამართვას;
- ერთობლივი პროგრამების შემუშავებას მსჯავრდებულთა პროფესიული
მომზადების ხელშეწყობის მიზნით;
- ერთობლივი
პროგრამების მიმდინარეობის მონიტორინგისა და კოორდინაციის უზრუნველყოფის მიზნით
თანამშრომლობას და სხვ.
ორივე მხარე მზადყოფნას გამოთქვამს, მემორანდუმის ფარგლებში დიალოგი აწარმოონ, განიხილონ რეკომენდაციები და წინადადებები და ერთობლივად მიიღონ გადაწყვეტილებები, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს როგორც არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისათვის ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, ისე სრულწლოვანი პატიმრების პროფესიული მომზადების პროგრამების განხორციელებას.