
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს - ფოთის საგანმანათლებლო
რესურსცენტრის უფროსისა და გლდანი-ნაძალადევის
საგანმანათლებლო
რესურსცენტრის უფროსის თანამდებობის დაკავების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში
მონაწილეთა ტესტირება გაიმართება
2014 წლის 22
მაისს 10 საათზე, სსიპ - განათლების მართვის
საინფორმაციო სისტემის შენობაში (მისამართი: ქ. თბილისი, ფანჯიკიძის
ქ. N1ა).
ტესტირებაზე დაშვებული კონკურსანტების
საყურადღებოდ აღვნიშნავთ,
რომ ტესტში შესულ საკითხებში გათვალისწინებულია არსებული საკანონმდებლო ცვლილებები (ბმულის
სახით იხილეთ ტესტის სტრუქტურა).
ტესტირებაზე
დაშვებულმა კონკურსანტმა
თან უნდა
იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა
ან პასპორტი. დაგვიანებით
გამოცხადებული კონკურსანტი
არ დაიშვება ტესტირებაზე. ტესტირებაზე გამოუცხადებლობა ან დაგვიანება კონკურსანტს ართმევს უფლებას მოითხოვოს დამატებითი
ტესტირების ჩატარება, მიუხედავად იმისა ტესტირებაზე გამოუცხადებლობა ან დაგვიანება
გამოწვეული იყო თუ არა საპატიო მიზეზით.
ტესტირების მიმდინარეობისას კონკურსანტს
ეკრძალება:
- მობილური
ტელეფონის ან სხვა ელექტრონული აპარატურის ქონა;
- დამხმარე
მასალის - სახელმძღვანელოების, ჩანაწერების,
ფურცლების და სხვათა გამოყენება;
- გადალაპარაკება,
დახმარების გაწევა ან მიღება, სხვა პირისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა;
- სამუშაო
ადგილის უნებართვოდ დატოვება (სამუშაო ადგილის
დატოვება შესაძლებელია მხოლოდ თანმხლებ პირთან ერთად);
- საგამოცდო
მაგიდაზე დამხმარე ფურცლის, საწერი კალმის,
საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან პასპორტის გარდა სხვა ნივთების
მოთავსება;
- კოორდინატორის/დამკვირვებლის
მითითების გარეშე ტესტზე მუშაობის დაწყება;
- ტესტზე
მუშაობის გაგრძელება საგამოცდო დროის ამოწურვის შემდეგ.