თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში წარმატებულ კურსდამთავრებულთა საზეიმო მიღება გაიმართა.
შეხვედრას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, უნივერსიტეტების
რექტორები, წარმომადგენლები
და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
წელს 51-ე საჯარო სკოლის ყველა კურსდამთავრებული სტუდენტი
გახდა, ოთხი მათგანი ევროპის სხვადასხვა წამყვანი უნივერისტეტის სტუდენტია, 61 კურსდამთავრებული გრანტის მფლობელი გახდა. მათ შორის 14-მა 100%-იანი; 16-მა 70%-იანი
და 31-მა 50%-იანი გარანტი მოიპოვა. წელს სკოლას წინა წლებთან შედარებით ყველაზე
მეტი გრანტირებული კურსდამთავრებული ჰყავს.
თამარ სანიკიძემ წარმატებულ სტუდენტებს პირველი დიდი გამარჯვება მიულოცა და მომავალი
წარმატებები უსურვა.
51-ე სკოლის მოსწავლეები მაღალი აკადემიური მოსწრების
გარდა, მონაწილეობენ სასწავლო ოლიმპიადებსა
და სამინისტროს მიერ ორგანიზებულ სასკოლო კონკურსებში. ჩართულნი არიან სხვადასახვა შიდასასკოლო და საერთაშორისო პროექტში.