
საქართველოს
განათლებისა
და
მეცნიერების
სამინისტროს
ორგანიზებით,
პროფესიული
განათლების
ეროვნული
პროფესიული
საბჭოს 2016 წლის ბოლო შეხვედრა
ახალი
შემადგენლობით გაიმართა, სხდომას
განათლებისა
და
მეცნიერების
მინისტრი
ალექსანდრე ჯეჯელავა უძღვებოდა.
ერვოვნული პროფესიული საბჭოს სხდომაზე განხილული იქნა
სამი მნიშვნელოვანი საკითხი:
- პროფესიული განათლების
ახალი კანონის პროექტი
- პროფესიული მასწავლებლის
მომზადების, პროფესიაში შესვლისა და პროფესიული განვითარების პოლიტიკის დოკუმენტი
- 2016 წელს პროფესიულ განათლებაში
განხორციელებული ღონისძიებების შეჯამება და ანგარიში
პროფესიული განათლების შესახებ ახალი კანონი შემუშავდა
პროფესიულ განათლებაში არსებული გამოწვევების და დაინტერესებული მხარეების ინტერესების
გათვალისწინებით. კანონის პროექტის პრეზენტაციის შემდგომ საბჭოს წევრებს შორის გაიმართა
დისკუსია და კითხვა-პასუხის რეჟიმში ცალკეული დეტალების დაზუსტება.
პროფესიული მასწავლებლის მომზადება და პროფესიული განვითარება
არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯოებესებისათვის.
პროფესიული მასწავლებლებისთვის პედაგოგიური კურსის სავალდებულოობა, ახალი კადრების
მოზიდვა და მათთვის პროფესიული განვითარების შესაძლებლობების მიცემა არის მომზადებული
პოლიტიკის დოკუმენტის მთავარი მიმართლებები.
2016 წელს პროფესიულ განათლებაში მნიშნელოვანი ცვლილებები
განხორციელდა. შეიქმნა ახალი პროფესიული სტანდარტები და მოდულური პროგრამები კერძო
სექტორის ჩართულობით, გაუმჯობესდა სასწავლებლების ინფრასტრუქტურა, განხორციელდა მასწავლებელთა
პროფესიული განვითარებისათვის მნიშვნელოვანი ღონისძიებები.